"ივანი­შვილი მხოლოდ თადუმაძის იმედად ვერ იქნებოდა. წულუკიანი, ეტყობა, უკეთესად აგვარებს მის საქმეებს საფრანგეთში"
"ივანი­შვილი მხოლოდ თადუმაძის იმედად ვერ იქნებოდა. წულუკიანი, ეტყობა, უკეთესად აგვარებს მის საქმეებს საფრანგეთში"
"მგონია, რომ დევნილ "ნაცებს" ორგანიზება გაუკეთა ადეიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი უპირველესი­ უნდა ყოფილიყო დამნაშავეთა შორის. მოარული ხმებით, ზოგი­ერთ შემთხვევაში გადაიხადეს ფული, ან დათმეს ქონება იმის სანაცვ­ლოდ, რომ მათ წინააღმდეგ დევნა შეწყვეტილიყო. ინტერპოლიც პოლიტიკური ორგანიზაციაა და თუ სახელმწიფო არ გააკეთებს ყველაფერს, რომ დამნაშავეები დასაჯოს, ინტ­ერპოლი რატომ შეიწუხებს თავს?" - ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლია მუხაშავია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა "ნაცმოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა.

მისივე თქმით, როდესაც 2012 წელს "ოცნების" წევრები საარჩევნო პროგრამას­ წერდნენ, მასში სამართლიანობის აღდგენის ნაწილი ძალიან სუსტი, გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი იყო.

- როცა ამასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება გამოვთქვი, მითხრეს, მერე მივხედავთ, ახლა ამისთვის არ გვცალიაო, არადა, აშკარა იყო, რომ თავიდანვე არ აპირებდნენ დამნაშავეთა დასჯას, არამედ მათგან
თავისუფლების სანაცვლოდ რაღაც ღონისძიებების გატარებას გეგმავდნენ.

- ვინ მონაწილეობდა ამ სუსტი გეგმისა­ თუ დოკუმენტის შედგენაში?
- როგორც მახსოვს, ამ მიმართულებას­ ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს იყო მხოლოდ დეკლარაცია, რომლის უკან არ იდგა კონკრეტული გეგმა. სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება რომ არ იყო, იმითაც ჩანს, რომ რეპრესიული საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტმა სააკაშვილის დროს მიიღო, ამათ არ შეუცვლიათ. ამ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის სურვილი არ ჰქონია არც ქვეყანაში და არც - საერთაშორისო არენაზე.
პირადად ვიცი და ამას ჩემი კლიენტებიც დაადასტურებენ, რომ საქმეებზეც, რომლებიც სტრასბურგში­ გვქონდა გასაჩივრებული, თეა წულუკიანი არაფერს აკეთებდა. ჩემი კლიენტები წულუკიანს ხვდებოდნენ და უყვებოდნენ თავიანთ საქმეებზე, ის კი, როგორც კი გვარ-სახელს გაიგონებდა, ეუბნებოდა, არ გინდათ მოყოლა, ზეპირად ვიცი თქვენი საქმე, რა თქმა უნდა, მოიგებთ სტრასბურგის სასამართლოს და კომპენსაციასაც მიიღებთო. რამდენიმე ასეთი საქმე დასრულდა, მაგრამ არც ისეთი წარმატებით და მათ არც კომპენსაცია მიუღიათ.

- რამდენჯერმე დადგა ამ ხელისუფლებაში წულუკიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი...
- ვვარაუდობ, რომ წულუკიანი პირა­დად­ ივანიშვილისა და მისი ოჯახის ადვო­კატია საფრანგეთში. ხომ ნახეთ, როგორი ადვოკატიც არის თადუმაძე და ივანი­შვილი მხოლოდ მის იმედად ვერ იქნებოდა. წულუკიანი, რომელიც არ ჩანს, ეტყობა, უკეთესად აგვარებს ივანიშვილის საქმეებს საფრანგეთში. (იხილეთ ინტერვიუ სრულად)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?