მაჟორიტარი დეპუტატები, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში შესაბამის პროცედურებს იწყებენ
მაჟორიტარი დეპუტატები, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში შესაბამის პროცედურებს იწყებენ
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე თანამოაზრეებთან ერთად, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში პროცედურებს იწყებს.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შეხვედრა იგეგმება საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანთან, რის შემდეგაც მაჟორიტარები რეგიონებში დაიწყებენ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას.

"გუშინ ჩვენ საზოგადოებას სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიციატივა გავაცანით და დავპირდით, რომ უმოკლეს ვადებში წარვადგენდით კონკრეტულ პროექტს პარლამენტში, რომელიც შემდეგ განხილვის საგანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი პროცედურული გზა და
დღეს ვიწყებთ. იქნება საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, მას ვთხოვთ, რომ წარმოებაში მიიღოს საქმე და ბიულეტენები მოგვცეს, რომ გავიდეთ რეგიონებში და მოვაგროვოთ საჭირო ხმები ინიციატივის მხარდასაჭერად. ჩვენ პარლამენტში დეპუტატებს შორის ვიმუშავებთ და რა თქმა უნდა, გავალთ რეგიონებშიც, დიდ ქალაქებშიც და მოვაგროვებთ მხარდამჭერთა ხმებს",-განაცხადა დიმიტრი
ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე საკუთარ სამუშაო კაბინეტში მაჟორიტარების ნაწილს შეხვდა, მათ შორის იყვნენ კარლო კოპალიანი, კახა ოქრიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები