"ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ, შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, ამას ვერ ვიფიქრებდი" - კვირის პალიტრა

"ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ, შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, ამას ვერ ვიფიქრებდი"

ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ, ისევ პოლიტიკურზე, შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, ამას ვერ ვიფიქრებდი, - ასე შეაფასა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა შვილის ზუკა ბერძენიშვილის სასამართლო პროცესი.

ბერძენიშვილის თქმით არ აქვს მოლოდინი, რომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობას გამოიყენებენ,მაგრამ ამ უკანასკნელსაც არ გამორიცხავს.

"ეს დღეები იმის განცდა მაქვს, რომ ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ ისევ პოლიტიკურზე, შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, ვერ ვიფიქრებდი, უფრო იმედიანად ვიყავი ჩემს ახალგაზრდობაში. მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მგონი ახლა დაიწყებენ ანგარიშს ვინ რა ღირს და გარეთ გაშვება რამდენად შეაფასონ", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი ადმინისტრაციული წესით 18 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ დააკავეს. დღეს მისი სასამართლო პროცესი გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"