"ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ, შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, ამას ვერ ვიფიქრებდი"
20-11-2019
"ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ, შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, ამას ვერ ვიფიქრებდი"
ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ, ისევ პოლიტიკურზე, შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, ამას ვერ ვიფიქრებდი, - ასე შეაფასა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა შვილის ზუკა ბერძენიშვილის სასამართლო პროცესი.

ბერძენიშვილის თქმით არ აქვს მოლოდინი, რომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობას გამოიყენებენ,მაგრამ ამ უკანასკნელსაც არ გამორიცხავს.

"ეს დღეები იმის განცდა მაქვს, რომ ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ ისევ პოლიტიკურზე, შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, ვერ ვიფიქრებდი, უფრო იმედიანად ვიყავი ჩემს ახალგაზრდობაში.
მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მგონი ახლა დაიწყებენ ანგარიშს ვინ რა ღირს და გარეთ გაშვება რამდენად შეაფასონ", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი ადმინისტრაციული წესით 18 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ დააკავეს. დღეს მისი სასამართლო პროცესი გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?