"მართლა ტუალეტშიც პოლიციის თანხლებით ხომ არ წავლენ?" - კვირის პალიტრა

"მართლა ტუალეტშიც პოლიციის თანხლებით ხომ არ წავლენ?"

მართლა ტუალეტშიც პოლიციის თანხლებით ხომ არ წავლენ? - ასე მიმართა "ევროპული საქართელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სამართალდამცავებს, რომლებიც ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს მთავრობის სახლის ჭიშკარზე ბოქლომის დადების შესაძლებლობას არ აძლევენ.

"ნაწილი ახლა წავა ივანიშვილთან. ეს არის ჩვენი ტაქტიკა. ჩვენ არ მოგვბეზრდება და სანამ თქვენ არ მოგბეზრდებათ სისულელეში ამათთან ჩაყოლა, სანამ ვიღაც არ გამოფხიზლდება და არ იტყვის, რომ აღარაა ამის დრო და გამოსავალი მოძებნეთ, ჩვენ ასე ვიდგებით. მე კანონს არ ვარღვევ. 4 ადგილას მოგიწევთ დგომა, 6 ადგილას მოგიწევთ დგომა, მართლა ტუალეტშიც პოლიციის თანხლებით ხომ არ წავლენ? ჩვენი ამოცანა მთავრობის სხდომის ჩაშლა არ არის. ეს შენობა საცერივითაა, მარტო უშიშროების მხრიდან 5 ადგილას შეხვალ. მთავარი ამოცანა არის, რომ ეს ხალხი დაიღალოს, ან პოლიციის თანხლებით იარონ ყველგან. ყველგან სადაც იქნება მთავრობა, იქნება ეს სიტუაცია", -განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულმა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ბოქლომები ჯერ პარლამენტის შენობის ყველა ჭიშკარს, შემდეგ კი პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჭიშკარს დაადეს. დღეს ბოქლომით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, თუმცა მთავრობის სახლის ჭიშკარზე ბოქლომის დაკიდების საშუალებას ოპოზიციას პოლიცია არ აძლევს. ამის გამო ადგილზე დაპირისპირებაა.

"ინტერპრესნიუსი"