"ბალტია-შავი ზღვის კავშირი" და მეტი შეიარაღება: როგორ დაიცვას თავი აღმოსავლეთ ევროპამ
"ბალტია-შავი ზღვის კავშირი" და მეტი შეიარაღება: როგორ დაიცვას თავი აღმოსავლეთ ევროპამ
ფოტო:ოლექსეი გონჩარენკო
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ოლექსეი გონჩარენკოს წერილს "ბალტია-შავი ზღვის კავშირი" და მეტი შეიარაღება: როგორ დაიცვას თავი აღმოსავლეთ ევროპამ" "პალიტრა ჰოლდინგი" ექსკლუზიურად აქვეყნებს:

"ძველი ევროპის" და აშშ-ს მზარდი უთანხმოების ფონზე, დასავლეთევროპელი ლიდერები აქცენტს ახალ გეოპოლიტიკურ ღერძზე "ლისაბონი-ვლადივოსტოკი" აკეთებენ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესებს იგნორირებას უკეთებს. ამ ღერძის ალტერნატივა "ბალტია-შავი ზღვის კავშირი" უნდა გახდეს.


გამოჩენილმა ფრანგმა აღმოაჩინა, რომ საპირისპირო ელემენტები ერთმანეთს იზიდავენ. ორი საუკუნის შემდეგ სხვა ცნობილმა
ფრანგმა ეს აღმოჩენა პირადპირ გაიგო და განაცხადა, რომ რუსეთი ღრმად ევროპული ქვეყანაა. ემანუელ მაკრონის ყოველი მორიგი განცხადება ადასტურებს "ლისაბონი-ვლადივოსტოკის" გეოპოლიტიკური ღერძის წარმოქმნის საფრთხეს. ნათელია, რომ ეს ღერძი ისევე როგორც "ჩრდიოლეთი ნაკადი 2" აღმოსავლეთ ევროპას არ გულისხმობს. მაკრონის გერმანელი კოლეგა ანგელა მერკელი - ძველი გამობრძმედილი პოლიტიკოსია
და საჯაროდ ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას ერიდება, თუმცა, პრაქტიკაში კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გერმანულმა საწარმოებმა მიიღონ რუსული გაზი. რუსული ფულის შრიალის ფონზე არ ისმის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი მოკავშირის აშშ-ს ხმაც. დღეს მომგებიანია ევროპული ფასეულობების ექსპორტზე გაგზავნა. თავად დასავლეთევროპული დემოკრატიები პრაგმატული გათვლებით ხელმძღვანელობენ პოლიტიკაში.

რა გვრჩება ამ სიტუაციაში ჩვენ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს? ჩვენ გვრჩება რუსეთის სტიგმატური შიში, რომელიც გაძლიერებულია საბჭოური წარსულის ტრამვატული გამოცდილებით. საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებს ჯიუტად არ სურთ გაიგონონ განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსული ტანკები ვარშავამდე 24 საათში მიაღწევენ. ისინი ვერ ამჩნევენ სამხედრო წვრთნებს ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან და ურჩევნიათ დაივიწყონ დონბასში რუსული ჯარების და უკრაინულ ყირიმის შესახებ. 6 წლის წინ უკრაინაც ვერ წარმოიდგენდა, რომ რუსეთის იმპერიალიზმის ეგზისტენციალური შიში რეალური გახდებოდა. პუტინი ოცნებობს იმპერიის აღდგენაზე და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი "ეჭვიანობა" - ამბობს ბატონი მაკრონი.

რამდენად ეფექტიანი იქნება ნატო რუსეთის მხრიდან პირდაპირი ან ჰიბრიდული აგრესიის შემთხვევაში, მაგალითად, ლიტვის მიმართ? გამოაცხადებენ თუ არა პირდაპირ საომარ მდგომარეობას ევროპული ქვეყნები ასეთ შემთხვევაში? კოორდინაციის უქონლობის დემონსტრაცია, რომელიც თურქთის სირიაში ქმედებებმა გამოაჩინა, ჩაგვაფიქრებს იმაზე, იქნება თუ არა ნატო, როგორც ორგანიზაცია, ეფექტიანი ოპერატიული გამოწვევების შემთხვევებში. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კი არსებულ გეოპოლიტიკურ სისტემაში ევროპის საზღვარზე ვიმყოფებით. საზღვარი კი არ გვიტოვებს სივრცეს ნახევარტონებისთვის. თუ გვსურს რომ გადავრჩეთ როგორც სუბიექტები, ძლიერები უნდა ვიყოთ.

იმისათვის, რომ შეიცვალოს სურათი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გავაცნობიეროთ უსაფრთხოების სტრატეგიები ორი მიმართულებით:

1. ინტეგრაცია ბალტია-შავი ზღვის ვექტორით
2. საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა აშშ-სთან კავშირის მეშვეობით


"ბალტია-შავი ზღვის კავშირი" სიმბოლურად უკვე ჩამოყალიბდა ამა წლის ივნისში, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სამწუხაროდ კენჭისყრით დააბრუნა რუსული დელეგაცია. სწორედ უკრაინა, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და საქართველო უნდა გახდნენ ამ კავშირის წევრები და ბალტია-შავი ზღვის ინტეგრაციის მთავარი ინიციატორები. პერსპექტივაში ამ კავშირს ბელარუსიც შეიძლება შეუერთდეს.

ასეთი გაერთიანების იდეა დიდი ხანია არსებობს. ქვეყნებს აქვთ თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილება რეჩ პოსპოლიტას საზღვრებში, აქვთ რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გამო მსგავსი კავშირის შექმნის გამოცდილებაც.

პირველად "ბალტია-შავი ზღვის კავშირი" ასი წლის წინ -1919-20 წლებში სამშვიდობო კონფერენციების ფარგლებში შეიქმნა. იდეას მხარს უჭერდნენ: პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბელარუსი, ფინეთი. ბალტია-შავი ზღვის გეოპოლიტიკურ კონცეფციას და გაერთიანების პერსპექტივებს ავითარებდნენ უკრაინელი მოაზროვნეები სტეპან რუდნიცკი, მიხაილ გრუშევსკი, პოლონელი პოლიტიკოსები იუზეფ პილსუდსკი, ლეხ ვალენსა, ლიტველი პოლიტიკოსები ალგირდას ბრაზაუსკასი და კაზიმირა პრუსკენე, ლატვიის მინისტრი ზიგფრიდ მეეროვიცი, ესტონელი მინისტრი კარლ რობერტ პუსტა, ქართველი პოლიტიკოსები ნოე ჟორდანია და ევგენი გეგეჩკორი. ეს საკითხი განიხილებოდა 90-იან წლებშიც ლიტვასა და უკრაინაში გამართულ სამიტებზე და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას გამოსვლებში ახალი იმპულსი მიიღო. თვით ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკოც კი გამოდიოდა ბელარუსი ოპოზიციონერის ზენონ პოზნიაკის რიტორიკით ბალტია-შავი ზღვის ინტეგრაციაზე იმ ვითარებებში, როცა მას მოსკოვთან ურთიერთობები ურთულდებოდა.

"ბალტია-შავი ზღვის კავშირის" იდეა კვლავ აქტუალურია იმ პირობებში, როცა ისეთი ტრანსნაციოანლური პროექტები, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო, ტრანსფორმაციას საჭიროებენ. ბრიუსელის როგორც ცენტრის გლობალისტური ინტეგრაციის სტრატეგია არ მუშაობს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოსავალს ხედავს პან-ევროპული პროექტის ხელახალ გაშვებაში, რომელიც სამ ბოძს დაეფუძნება - "თავისუფლება, უსაფრთხოება და პროგრესი". თუმცა ის ვერ ხედავს, რომ მისი პოლიტიკა "ევროპა ვლადივოსტოკამდე" აურყოფს მთავარ ბოძს - უსაფრთხოებას იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც რუსეთს უშუალოდ ესაზღვრებიან.

თავად ევროკავშირშიც აღმოსავლეთ ევროპის ხმა ნაკლბად ისმინება. პოლონეთის მცდელობები, რომ გახდეს დამოუკიდებელი, მნიშვნელოვანი მოთამაშე დასავლეთ ევროპის კრიტიკას აწყდება. ბოლო განცხადებით, მაკორნმა პოლონეთს ფაქტიურად ულტიმატუმი წაუყენა: აშშ-ევროპის მზარდი უთანხმოების პირობებში, პოლონეთმა უნდა შეაჩეროს ყველა პოლონურ-ამერიკული თავდაცვითი ინიციატივები. პარადოქსალურია, რომ ამ მიმართულებით ევროპელი პოლიტიკოსები სულ უფრო კონსერვატორულები ხდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც თავად ამაში ბრალს სდებე
ნ.

დასვალეთ ევროპელებს სინამდვილეში შეგვიძლია გავუგოთ. ისინი სამყაროს თავისი გაგებით ცხოვრობენ, მათთვის პრიორიტეტები სულ სხვა პრობლემებია. უსაფრთხოების და ეკონომიკის ძველი სისტემების ჩამოშლის ფონზე მათ ურჩევნიათ სტატუს ქვო-ს შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამაში რუსეთი დაეხმარება. დისონანსი გაცხადებულ ფასეულობებში და წინააღმდეგობები დეკლარირებულ პრინციპებსა და რეალურ ქმედებებს შორის უფრო დიდ და სახიფათო შედეგებს მოიტანს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: თუ ევროკავშირს ფასეულობათა შემადგენელს ჩამოვაშორებთ, ის 1950 წლის ნიმუშის ქვანახშირის და ფოლადის კავშირის სახეს მიიღებს.

ასეთ შემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ "ბალტია-შავი ზღვის კავშირი" პერსპექტივაში იძლევა სტრატეგიული კორიდორის კონტროლის საშუალებას ორ ზღვას შორის და თავად ორ ზღვაზეც. საქართველოს შემთხვევაში კი ემატება კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებზე გასასვლელიც. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე თუნდაც ქვანახშირი და ფოლადი. "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის გარშემო გააფთრებული ბრძოლის, "აბრეშუმის გზის" აღდგენის ჩინური ინიციატივის და უკრაინის გაზ-სატრანსპორტო სისტემისთვის ბრძოლის ფონზე ეს ფასდაუდებელი უპირატესობაა.

თუ დასავლეთ ევროპა არ არის მზად ახალი ორიენტირის შეთავაზებისთვის, ბალტია-შავი ზღვის კორიდორი უნდა გახდეს არა მხოლოდ საერთო ეკონომიკური სარგებელის გენერაციის ადგილი, არამედ ახალი შინაარსებისაც. "ბალტია - შავი ზღვის კავშირი" ქმნის ახალ გამოწვევებს და გვაძლევს საშუალებას ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. სწორედ ამაშია ევროპელობის ნამდვილი იდეა. ევროპა ახლის მუდმივი ძებნაა. ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე მისია, რომ ვიპოვოთ ახალი პასუხები იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ევროპა დღეს.

"ბალტია-შავი ზღვის კავშირი" ეფექტიანი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შესრულდება მეორე პირობა: გაიზრდება თითოეული წევრი სახელმწიფოს სამხედრო ძალა. ამ სტრატეგიის რეალიზაციის ეფექტიანი ინსტრუმენტი აშშ-სთან სამხედრო ალიანსი შეიძლება გახდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ აძლიერებს თავის ორმხრივ მხარდაჭერას ნატოს აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის: პოლონეთი, ლიტვა და რუმინეთი. ტრადიციულად კარგია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. უკრაინისთვის საკვანძო უნდა გახდეს აშშ-ს არა ნატოს წევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი (Major non-NATO Ally).

პრინციპში, "ბალტია - შავი ზღვის კავშირს" ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მხოლოდ აშშ-ს იმედი შეიძლება ჰქონდეს. ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ახალი მოთამაშის არსებობა, რომელიც დედამიწის ამ ნაწილში ბალანსს შეინარჩუნებს. ტრამპის რუსეთთან ურთიერთობების მიუხედავად, აშშ დარჩება რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგედ, ისევე როგორც ჩვენ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, აშშ-ს დახმარება თავის მოკავშირეებისთვის არის, როგორც წესი, სწრაფი, რეალური და კლავს მტრებს.

რატომ არის აუცილებელი ბალტია-შავი ზღვის ინტეგრაცია


- პოლონეთის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, საქართველოს (პერსპექტივაში ბელარუსის) სამხედრო ალიანსი აშშ-ს მხარდაჭერით გახდება უფრო ეფექტური ალტერნატიული შემაკავებელი ფაქტორი რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ვიდრე უსაფრთხოების დღევანდელი პოლიტიკაა, რომელიც მოქმედებს პირველ რიგში დასავლეთის ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ.
- პოლიტიკურად "ბალტია-შავი ზღვის კავშირი" ჩამოაყალიბებს იმ ქვეყანათა კოალიციას, რომლებიც იზიარებენ საერთო პრინციპებს და ინტერესებს, ასევე შეძლებენ ახალი პასუხების მოძებნას თუ რა არის დღეს ევროპა.
- ბალტია-შავი ზღვის კორიდორზე, მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე კონტროლი, ორივე ზღვაზე გასასვლელი შეიძლება გარდაიქმნას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელში ყველა მონაწილესთვის.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ, რომ გამოვიდნენ დასავლეთის და აღმოსავლეთის დაპირისპირების პარადიგმიდან და გაიხსენონ არანაკლდებად საინტერესო გეოპოლიტიკური მიმართულება ჩრდილოეთი-სამხრეთი. საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებით და ბალტია-შავი ზღვის ინტეგრაციული პროცესით ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი საკუთარი ვექტორი.

"ბალტია-შავი ზღვის კავშირი" (ამა თუ იმ ფორმით) ჩვენი ქვეყნებისთვის ერთადერთი შესაძლო პასუხია ახალი დროების გამოწვევებზე და ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე. დაუყოვნებლივ დასაწყებია ბალტია-შავი ზღვის სტრატეგიის პრაქტიკული რეალიზება.

ერთმა ცნობილმა გერმანელმა თქვა: რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს. დადგა დრო გავძლიერდეთ! შემოგვიერთდით!


ოლექსეი გონჩარენკო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?