თალაკვაძე "გამოიჭირეს"? - იხილეთ ფოტოები
თალაკვაძე "გამოიჭირეს"? - იხილეთ ფოტოები
ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად კომოს ტბაზე მეგობრის იუბილეზე იმყოფებოდა, აღნიშნული ინფორმაცია თავად პარლამენტის თავმჯდომარემ კატეგორიულად უარყო.

"როდესაც სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედია სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, გუშინ, საზოგადოებას უმტკიცებდით, დასასვენებლად ვიყავი წასული, თითქოს, ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად, რაც სასაცილო სიუჟეტი იყო. მე დიდი ეჭვი მაქვს,
რომ ეს პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული", - განაცხადა თალაკვაძემ სპეციალურად გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე, მართლაც იმყოფებოდა იტალიაში. მას გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.

"ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებთ არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ
თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, "უკიდურეს მიკერძოებაში" ამხილოთ", - დაწერა გიორგი კანდელაკმა "ფეისბუკში".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა კი სოციალურ ქსელში თვითმფრინავში გადაღებული კადრები გაავრცელა, რომელშიც არჩილ თალაკვაძე კახა კალაძესა და მის მეუღლესთან ერთად ჩანს.


Koba
22 ნოემბერი 2019 20:40
Tu iyvnen ras malaven, an nacebi ras emartlebian ra casvla camosvlis ufleba aqvt chamortmeuli? Mere komoze tu iyvnen stambulshi ra undodat, pirdapir ver gadmofrindnen?
Didi miheili aqet iqet daaqrolebda samalets da tveshi 2-3 jer mainc mifrinavda xshirad ortachalis turfebtan ertanac :))
ჰოპლა
22 ნოემბერი 2019 15:58
აფერისტ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?