"თუკი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ" - კვირის პალიტრა

"თუკი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ"

თუკი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, - ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მარიამ ჯაშის თქმით, დღეს პოლიტიკას სჭირდება გიორგი კვირიკაშვილი, რადგან "ის თავისი რანგით იყო იმ დონის პოლიტიკოსი, რომელიც პოლარიზაციის შემცირებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი".

"რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პირადადაც მქონდა საუბარი გიორგი კვირიკაშვილთან, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა, დღევანდელი პოლარიზებული გარემოს კონტექსტში, ვფიქრობ, რომ გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება შეიძლება იყოს უაღრესად დადებითი ნაბიჯი. თუკი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წელთან დაკავშირებით ჯერ არ მაქვს მიღებული.

ვფიქრობ, რომ ერთი მიმართულება არის პოლიტიკური პაუზის აღება და საერთაშორისო ორგანიზაციაში დაბრუნება, თუმცა ისევე ,როგორც 2016 წელს არ ვგეგმავდი, გარკვეულმა გარემოებებმა გახადა აუცილებელი ჩვენი ჩართვა პოლიტიკაში, დაველოდებით, თუკი მოითხოვს სიტუაცია და ჩემი დარჩენა პოლიტიკაში, თუნდაც მცირედით იქნება ნაბიჯი დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, შეგვიძლია აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა, თუმცა ეს ძალიან ადრეა",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საქართველოს განათლების ,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ახლა უკვე ყოფილმა თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სამუშაო კაბინეტი ცოტა ხნის წინ დაცალა და საკუთარი ნივთები ჩაალაგა.

"ინტერპრესნიუსი"