ვის მოუღერა ვატო შაქარისვილმა ცოცხი საკრებულოს სხდომაზე? - კვირის პალიტრა

ვის მოუღერა ვატო შაქარისვილმა ცოცხი საკრებულოს სხდომაზე?

საკრებულოს სხდომაზე,დამოუკიდებელი წევრის, ვატო შაქარიშვილის გამოსვლას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მასსა და ოთარ გრიგოლიასა და ერეკლე კუხიანიძეს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვატო შაქარიშვილის მისამართით ოთარ გრიგოლიამ გარკვეული რეპლიკა გააჟღერა, რის შემდეგაც ვატო შაქარიშვილმა მას ბეიჯი მოუღერა.

ოთარ გრიგოლიას ერეკლე კუხიანიძე გამოესარჩლა, რის შემდეგაც ვატო შაქარიშვილმა დარბაზში მას დეპუტატების მაგიდებთან, ცოცხი მოუღერა.

"ჩვენ რასაც ვუყურებთ, არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. "ქართული ოცნება" სამწუხაროდ გადაიქცა პარაზიტ პოლიტიკურ ორგანიზმად და ორგანიზაციად, რომელიც ცოცხლობს და იკვებება მორალურად გახრწნილი "ნაციონალური მოძრაობით". ეს რეალობა გვაქვს. რეალურად, კრიზისებს თავად ქმნის ხელისუფლება იმ უნიჭო და შეურაცმხყოფელი სცენარებით, რაც გაითამაშეს საქართველოს პარლამენტში. ეს კრიზისები საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ამ კრიზისებში ერთადერთ მაშველ რგოლად ესახება სწორედ ეს მორალურად გახრწნილი, დისკრედიტირებული ძალა, რომელიც არის "ნაციონალურო მოძრაობა" მისი დანაყოფებით თუ დანამატებით. "ქართულ ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" უკვე დიდი ხანია, აღარ აქვთ ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა", - განაცხადა შაქარიშვილმა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მას მიმართა: "კორექტულად, მართლა ამ ყველაფერს საზღვარი აქვს", - აღნიშნა ტყემალაძემ, რაზეც შაქარიშვილმა უპასუხა: "ამ ყველაფერს მართლაც აქვს საზღვარი. დიდი ხანია ამ პოლიტიკურ ველზე არ შეიძლება თქვენი დატოვება. მე ამ მარაზმს ვერ ვიყურებ და ახლა დაგტოვებთ მარტო", - აღნიშნა შაქარიშვილმა და სხდომათა დარბაზიდან გასვლა დააპირა.

სწორებ ამ დროს ოთარ გრიგოლიამ მისი მისამართით რეპლიკა ისროლა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"