"გაბედეს" 6 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

"გაბედეს" 6 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სუს-თან გამართული საპროტესტო აქციისას დაკავებული "გაბედეს" 6 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ცნობისთვის, სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"