"დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომლის ირგვლივაც ქართველები ყოველთვის იკრიბებოდნენ" - კვირის პალიტრა

"დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომლის ირგვლივაც ქართველები ყოველთვის იკრიბებოდნენ"

დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომლის ირგვლივაც ქართველები ყოველთვის იკრიბებოდნენ და იკვრებოდნენ განსაცდელის დასაძლევად; ებრძვიან ეკლესიას, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი ყველას მოუწოდებს, რომ დღეს დაპირისპირების დრო არ არის.

"ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ, დღეს განსაკუთრებით, მოვუწოდო ყველას: დაპირისპირების დრო არ არის, მითუმეტეს, მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვართ; როდესაც ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ზოგი ჩვენს დღევანდელ დასუსტებას. დაპირისპირების დრო არ არის მაშინ, როდესაც ცხინვალში ჩვენი ღირსეული ექიმის გათავისუფლებისთვის უნდა იყოს მიმართული ჩვენი საყოველთაო ძალისხმევა და ეს ამოცანა უნდა გვაერთიანებდეს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"