პარლამენტის წინ აქციაზე მიტანილ საკანზე, ბიძინა ივანიშვილის ფოტო დაკიდეს - კვირის პალიტრა

პარლამენტის წინ აქციაზე მიტანილ საკანზე, ბიძინა ივანიშვილის ფოტო დაკიდეს

მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა პარლამენტის წინ, აქციაზე საკანი მიიტანეს. საკანში ჯაჭვით ბიძინა ივანიშვილის ფოტო არის დამაგრებული. მათი თქმით, საკანს პარლამენტის წინ დატოვებენ.

"თუ ბიძინა ივანიშვილი კვლავ გააგრძელებს რეპრესიებსა და ხალხის მოტყუებას, არ შეასრულებს დანაპირებს, ასეთ გალიაში აღმოჩნდება", - განაცხადეს "გაბედეს" წევრებმა.

მოძრაობის წევრებმა ანალოგიური საკანი დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზეც მიიტანეს.

"ინტერპრესნიუსი"