"შაჰ-აბასმა ვერ გადატეხა ქართველი ხალხის ნება და ივანიშვილი, კალაძე და ეს ჯგუფიც ვერ გადატეხავს" - აქვს თუ არა პოლიტიკური გეგმები ეხქსპრეზიდენტს? - კვირის პალიტრა

"შაჰ-აბასმა ვერ გადატეხა ქართველი ხალხის ნება და ივანიშვილი, კალაძე და ეს ჯგუფიც ვერ გადატეხავს" - აქვს თუ არა პოლიტიკური გეგმები ეხქსპრეზიდენტს?

ფაქტი ერთია, საზოგადოება ამ შეურაცხყოფას, ამ თაღლითურ სქემას, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს, არ მიიღებს,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

როგორც მარგველაშვილი აცხადებს, ერთი კვირის წინ "ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯი გადადგა ძარცვისკენ. მისივე თქმით, არ არის საინტერესო, რას ამბობს "ქართული ოცნება“ , საინტერესოა ხალხის ნება.

"პლებისციტი და ეს რაღაც მოკვარახჭინებული თეორიები, რომლებიც ჩნდება , რომ როგორმე გამოძვრნენ სიტუაციიდან, ამაზე ნუ ვისაუბრებთ. არაა საინტერესო ამ ეტაპზე, რას გამოაცხობს "ქართული ოცნება" ეგრეთ წოდებული პოზიციის სახით, საინტერესოა მხოლოდ ქართველი ხალხის ნება, ნება რომელიც მე არ მინახავს შეცვლილი ბოლო 30 წელია. ძალიან ნათელი დღის წესრიგია პროპორციული არჩევნები.

სამწუხაროდ, ერთი კვირის წინ "ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯი გადადგა ძარცვისკენ, იმიტომ რომ ძალა გამოიყენა. რაღაცის ძალით წართმევა ძარცვაა.

იმედი მაქვს, ვინმეს მაინც ექნება იმდენი შეგნება, რომ არ გადავიდნენ ყაჩაღობისკენ.

არის ტენდენცია ყაჩაღობისკენ, რომ ძალით მიიტაცონ ქვეყანა. არ გამოუვათ ეს.

შაჰ-აბასმა ვერ გადატეხა ქართველი ხალხის ნება და ივანიშვილი, კალაძე და ეს ჯგუფიც ვერ გადატეხავს. "ქართულმა ოცნებამ“ თავი უნდა დაანებოს თაღლითურ სქემებს და დანაპირები შეასრულოს“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას, მარგველაშვილი აცხადებს, რომ "ამ თაღლითური სქემების ეთერში გარჩევას არ აპირებს“.

" არ იციან ისტორია არ იციან პოლიტიკა, არ იციან რა ღირებულებებით ცხოვრობს ქართველი ხალხი. ჰგონიათ, რაც თვითონ აქვთ გულში, ეგაა საზოგადოების მაჯისცემა. ასე არაა. ნუ მაკეთებინებთ კომენტარს ამ რაღაც ანეკდოტურ თაღლითობებზე“,-აღნიშნა მარგვლაშვილმა.

მისივე თქმით, ახარებს რომ ხედავს ერთ სტაბილურ დღის წესრიგზე მდგარ ოპოზიციას.

ამასთან, ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აქვს პოლიტიკური გეგმები.

"ინტერპრესნიუსი"