"თუ დარბევას გადაწყვეტთ, გაგვაფრთხილეთ" - გიორგი ვაშაძე პოლიციელებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"თუ დარბევას გადაწყვეტთ, გაგვაფრთხილეთ" - გიორგი ვაშაძე პოლიციელებს მიმართავს

მთავარი პრობლემა რაც შეგვიქმნეს, მოგვტაცეს შეშა და კარვები და მოვუწოდებ ხელისუფლებას ამ იაფასიან ტრიუკებს თავი დაანებონ, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭიჭინაძის ქუჩაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შესასვლელთან ცოტა ხანში დავიწყება პიკეტირება და მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"გაფრთხილებთ, ნუ დაგვიწყებთ ტყუილა ჭიდაობას, არავის არ დაგაჭერინებთ. თუ დარბევას გადაწყვეტთ, გაგვაფრთხილეთ", - მიმართა ვაშაძემ სამართალდამცველებს.

ამ წუთებში ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები გიორგი ვაშაძესთან ერთად ჭიჭინაძის ქუჩაზე დგანან.

"ინტერპრესნიუსი"