"ეს არის წესრიგის დაცვა, პატარა ბავშვებს წყალს რომ ასხამთ? ნაცისტები და ესესელები ხომ არ ხართ, რომ ასე ექცევით ხალხს?" - კვირის პალიტრა

"ეს არის წესრიგის დაცვა, პატარა ბავშვებს წყალს რომ ასხამთ? ნაცისტები და ესესელები ხომ არ ხართ, რომ ასე ექცევით ხალხს?"

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან, "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერ ალეკო ელისაშვილსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. ვაჟა სირაძემ ელისაშვილს განუცხადა, რომ პოლიცია წესრიგს იცავს.

"ეს არის წესრიგის დაცვა, პატარა ბავშვებს წყალს რომ ასხამთ? ნაცისტები და ესესელები ხომ არ ხართ, რომ ასე ექცევით ხალხს?", - მიმართა ელისაშვილმა სირაძეს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ყველა პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ყვითელი ავტობუსებითა და სამართალდამცავების მეშვეობით, ჩახერგილია ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები.

"ინტერპრესნიუსი"