"მინდა, რომ ზვარაკი ვიყო ქვეყნისთვის" - ვინ არის მამაკაცი, რომლის განცხადებითაც, წყლის ჭავლისგან თვალის დაზიანება მიიღო - კვირის პალიტრა

"მინდა, რომ ზვარაკი ვიყო ქვეყნისთვის" - ვინ არის მამაკაცი, რომლის განცხადებითაც, წყლის ჭავლისგან თვალის დაზიანება მიიღო

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ზაზა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ დღეს გამთენიისას, როცა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, ის დაშავდა.

როგორც ლიპარტელიანი განმარტავს, მას თვალზე სერიოზული დაზიანება აქვს და ექიმებმა უთხრეს, რომ შესაძლოა, დროთა განმავლობაში, მხედველობა დაკარგოს.

"დილით, 5 საათზე, აქციის მიმდინარეობისას დავშავდი. "რობოკოპების" შემოსვლა მოხდა, მათ შიშველი ხელებით ვაშველებდით. მეგონა, რომ "დუბინკა" ჩამარტყეს, დარტყმის შედეგად გავითიშე. მერე გავიგე, რომ წყლის ჭავლისგან დავზიანდი.

თვალის ფუძის ძვლის მოტეხილობა მაქვს. ეს თვალი ჩემი სამშობლოს სამსხვერპლოზე მოვიტანე და მინდა, რომ ზვარაკი ვიყო ქვეყნისთვის. ექიმების თქმით, რაც დრო გავა, მით მეტი საშიშროებაა, თვალის ჩინი დავკარგო", - აცხადებს ლიპარტელიანი.

"ინტერპრესნიუსი"