"სალობიეში ან სახაჭაპურეში ყოფნა დანაშაული არ არის, თუმცა, მე თავს შევიკავებდი" - კვირის პალიტრა

"სალობიეში ან სახაჭაპურეში ყოფნა დანაშაული არ არის, თუმცა, მე თავს შევიკავებდი"

სალობიეში ყოფნა დანაშაული არ არის, - ასე პასუხობს ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აქციის მიმდინარეობისას პრეზიდენტის სალობიეში ყოფნასთან დაკავშირებულ კითხვას.

ამასთან, ქანთარიამ აღნიშნა, რომ თავად თავს შეიკავებდა.

"არ არის დანაშაული სალობიეში, ან სახაჭაპურეში ყოფნა. თუმცა, მე მაგალითად თავს შევიკავებდი", - აცხადებს ნუკრი ქანთარია.

მისივე თქმით, უხერხულია ის, რაც გარეთ ხდება, თუმცა, ეს არ არის განსაცდელი.

შეგახსენებთ, გუშინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სალობიე "ბია" აქციის მონაწილეების პროტესტისა და შეძახილების ფონზე დატოვა. მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ სიტყვას: "მონა".

აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილთან შეკითხვები ჰქონდათ, თუმცა პრეზიდენტმა სალობიე უკომენტაროდ დატოვა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს ტერიტორიის დატოვება პოლიციის და დაცვის კორდონის გავლით მოუწია.

"ინტერპრესნიუსი"