"შეიძლება სულ ათეისტი იყო ან "გირჩის" ეკლესიასთან იყო ნაზიარები, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება, რომელსაც არ უნდა გადაუარო ფეხით" - კვირის პალიტრა

"შეიძლება სულ ათეისტი იყო ან "გირჩის" ეკლესიასთან იყო ნაზიარები, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება, რომელსაც არ უნდა გადაუარო ფეხით"

ეშმაკეულის გარდა ამას ვერავინ იტყვის და გააკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან "გირჩის" გუშინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა. ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან "გირჩის" წევრების "ხატებით" მისვლა და აქციაზე გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა.

"იმდენად უზნეობაა, არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ხატებით არ შემოიფარგლება მარტო ამ გუნდის უზნეობა. იქ იყო - "ჯოჯოხეთს მოგიწყობთ," ეშმაკეულის გარდა ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს. უღირსი საქციელია. შეიძლება სულ ათეისტი იყო ან "გირჩის" ეკლესიასთან იყო ნაზიარები, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება, საუკეთესო მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც არ უნდა გადაუარო ფეხით და ეს არ ეხება მხოლოდ "გირჩს","- განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"