პარლამენტის წინ აქცია განახლდა - კვირის პალიტრა

პარლამენტის წინ აქცია განახლდა

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. მათი განცხადებით, მანამდე არ დაიშლებიან, სანამ მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნების შესახებ არ შესრულდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს პიკეტირება არ იგეგმება, თუმცა ისინი აქციის მონაწილეებს დღეს თავიანთ გეგმებს გააცნობენ.

ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელებთან, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"