"მათთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, თემა დახურულია" - რა განაცხადა თეა წულუკიანმა აქციის მონაწილეებზე - კვირის პალიტრა

"მათთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, თემა დახურულია" - რა განაცხადა თეა წულუკიანმა აქციის მონაწილეებზე

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოსვლის შემდეგაც აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.

ბიბლიოთეკაში შესვლამდე კი წულუკიანს მედიის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების პროტესტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს, თუმცა იუსტიციის მინისტრის თქმით, "მათთან სალაპარაკო არაფერი აქვს".

"შენობაში შემოსვლა არ გამიჭირდა. მადლობა ამისთვის პოლიციას, რომელმაც უზრუნველყო შემოყვანა. არაფერი მაქვს მათთან სალაპარაკო. თემა დახურულია. მოემზადონ არჩევნებისთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.