გრიგოლ ვაშაძე ბოდიშს იხდის - კვირის პალიტრა

გრიგოლ ვაშაძე ბოდიშს იხდის

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, აქციის მსვლელობისას გამოყენებული უცენზურო გამონათქვამის გამო, მედიის წარმომადგენლებს ბოდიში მოუხადა.

"მე გადმომცეს, რომ ჩემზე ბიჭები (ოპერატორები) არიან განაწყენებული. ადამიანურად, გულწრფელად გიხდით ბოდიშს. ორწლინახევრის სტრესმა ეტყობა ჩემი ნერვების პატრონსაც კი დაამჩნია თავისი დაღი. ამიტომ, გულწრფელად გიხდით ბოდიშს. მესმის, ეს თავის გასამართლებელი არგუმენტი არ არის, ბოდიშს გიხდით და მეორე, ვინმეს რომ ტელეფონი აგეღოთ და დაგერეკათ, შუამავლების გარეშე, ესეც კარგი იქნებოდა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"