"ლელო", "შენების მოძრაობა" და "ახალი მემარჯვენეები" პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ - კვირის პალიტრა

"ლელო", "შენების მოძრაობა" და "ახალი მემარჯვენეები" პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ

"ლელო", "შენების მოძრაობა" და "ახალი მემარჯვენეები" პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ. შესაბამისი განცხადება "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, "შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

"კოორდინაცია-კონსულტაციის რეჟიმი ნიშნავს შემდეგს: "ლელო", "შენების მოძრაობა", "ახალი მემარჯვენეები" დღეიდან ჩვენს სხვა ნაბიჯებსაც შევათანხმებთ ერთმანეთთან, გარდა პროპორციული არჩევნებისა საერთო ოპოზიციურ ფორმატში, რომელსაც რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ.

მჭიდრო კონსულტაციები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესს კოორდინირებულად ვუყურებთ. შესაძლოა, ვიყოთ პარტნიორები საარჩევნო პროცესში, შესაძლოა, ვიყოთ კონკურენტები საარჩევნო პროცესში და პარტნიორები უკვე პარლამენტში. ამას გვაჩვენებს მომავალი. მთავარია, ჩვენ გადავწყვეტთ, კოორდინაცია იყოს ეფექტური", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"