ქუთაისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს - კვირის პალიტრა

ქუთაისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს

ქუთაისში"ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ. მათ ოპოზიციის ოფისთან კვერცხები და ცოცხები მიიტანეს და შენობას დაუშინეს. ამას"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა სიტუაციის სრულად განმუხტვა ვერ ხერხდება.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები პირველად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, რომელიც დაკეტილი დახვდათ, იქიდან კი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს. შეგახსენებთ, დღეს დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" ოფისთანაც, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები"დასაბოქლომებლად" მივიდნენ.

"ინტერპრესნიუსი"