ბიძინა ივანიშვილი:"მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი" - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი:"მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი"

დღეს რომ არჩევნები "ქართულ ოცნებასა" და სხვა პოლიტიკურ ძალას შორის ყოფილიყო, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა", მე პოლიტიკას მაშინვე დავტოვებდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკასა თუ პარლამენტში. მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო.

"მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან", -აცხადებს ივანიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"