"დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება" - ქუთაისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს კვერცხები დაუშინეს - კვირის პალიტრა

"დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება" - ქუთაისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს კვერცხები დაუშინეს

ქუთაისში, "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს, სახელწოდებით: "დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება". მოგვიანებით, მათ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან გადაინაცვლეს.

"საქართველო ნაცების გარეშე",  "მათ შეურაცხყვეს საქართველო, ეკლესია და არ ვაპატიებთ", "დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება", - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში შეჭრა სცადეს და შენობას კვერცხები და საღებავები დაუშინეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"ინტერპრესნიუსი"