"ეს სახიფათო ამბავი მგონია" - რატომ შემოაგდო კარასინმა თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის იდეა?!
"ეს სახიფათო ამბავი მგონია" - რატომ შემოაგდო კარასინმა თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის იდეა?!
კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ კარასინისგან ქართველმა საზოგადოებამ გაიგო, რომ თურმე დეკემბერში საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. აუხსნელი იყო ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ არაფერი იცოდა და ეს ამბავი კარასინისგან გაიგო... მოგვიანებით ითქვა, რომ ეს თურმე კერძო ინიციატივაა. რასთან გვაქვს საქმე? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

- გგონიათ, კარასინმა ტყუილად შემოაგდო თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის იდეა?! ეს ყველაფერი სახიფათო ამბავი მგონია...
უკვე ვთქვით, რომ რუსეთს სჭირდება არეულობა საქართველოში. ზაფხულში ამ არეულობის ერთ-ერთ ბერკეტად მან გამოიყენა გავრილოვი. გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ რუსეთისთვის მოულოდნელი იყო, რაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა... ამ რაღაც ცენტრის შექმნის ინიციატივით რუსეთი არეულობის ახალ ნაღმს ხომ არ დებს საქართველოში?!

მით უფრო,
თუ კარასინის ინიციატივის შესახებ ხელისუფლებაში მართლაც არაფერი იცოდნენ. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოების ხელისუფლებისადმი უნდობლობის გაღვივება-გაღრმავებაც არის. შესაძლოა, ამასაც ცდილობდნენ.

უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. პოლიტიკური დაპირისპირება უნდა იყოს - სხვაგვარად დემოკრატიული ბალანსი ვერ შეიქმნება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი სპეციფიკა. ჩვენთან შეიძლება იყოს ღელვა, მაგრამ ისე, რომ წყალი რუსეთის წისქვილზე არ დავასხათ.


ზურაბი
03 დეკემბერი 2019 12:48
რასაჭიროა კიდევ ერთი კულტურის ცენტრი არ ყოფნის აფხაზეთში და სამაჩაბლოში როაქვთ ორი დიდი კულტურის ცენტრი
irma
03 დეკემბერი 2019 08:22
ZALIAN SASIXARULOA TU ES MARLA GANXORCIELDEBA,,MIVESALMEBI.. RUSUL KULTURAS ARAFERI AR AQVS CHVENI DASACINI..
ომარი
02 დეკემბერი 2019 23:57
კულტურის გეშინია, ბიჭო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები