"პირდაპირ გეუბნებით, დამარტყამენ ხელს? მე, ხელის შებრუნებას არ ვაპირებ"
"პირდაპირ გეუბნებით, დამარტყამენ ხელს? მე, ხელის შებრუნებას არ ვაპირებ"
პირდაპირ გეუბნებით, დამარტყავენ ხელს? მე ხელის შებრუნებას არ ვაპირებ, - განაცხადა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები მცხეთაში სვეტიცხოველთან იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით გამგეობის მიმართულებით აპირებენ წასვლას.

"მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება. გუშინდელ აგრესიას ჩვენ მშვიდობიანი მსვლელობით ვუპასუხებთ. სწორედ ამაშია ძალა. მათ დესტრუქციულ, მართლაც თავზეხელაღებულ, კანონგარეშე ქმედებას ჩვენ კანონის შესაბამისად, მშვიდობიანი მსვლელობით ვუპასუხებთ. ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენ ისინი ვერ გამოგვიწვევენ დაპირისპირებაში. ისინი უბრალოდ აჩვენებენ თავის რეალურ სახეს. ვისთან
გვაქვს საქმე- ადამიანებთან, რომლებიც ჩაბღაუჭებულები არიან თავიანთ თანამდებობას და იმის იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. ჩვენ კი ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და არც ერთ შემთხვევაში, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ ვაკადრებთ იმას, რომ ხელი შეუბრუნონ ამ მართლაც თავზეხელაღებულ ადამიანებს. პირდაპირ გეუბნებით, დამარტყავენ ხელს? მე ხელის შებრუნებას არ
ვაპირებ"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები