"მდინარაძეს გადაეცით, რომ პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა" - გაემგზავრა თუ არა გრიგოლ ვაშაძე რუსეთში?
"მდინარაძეს გადაეცით, რომ პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა" - გაემგზავრა თუ არა გრიგოლ ვაშაძე რუსეთში?
მამუკა მდინარაძეს ჩემგან გადაეცით, რომ პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა, - ასე გამოეხმაურა "ინტეპრესნიუსთან"საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის"ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის თბილისში, საკუთარ სახლში იმყოფება.

"ჩაჯექით მანქანაში და მობრძანდით ჩემთან. შეამოწმეთ, მე აქ ვარ თუ არა, მამუკა მდინარაძეს კი ჩემგან გადაეცით, რომ მოიკითხა რუსეთის ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელმა", - განაცხადა ვაშაძემ.

მან "დემოკრატიული მოძრაობის"ლიდერის ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზეც გააკეთა კომენტარი.

აქვე ვიტყვი, რომ
იმისთვის, რომ რეპრესიული დიქტატურა შევცვალოთ, მთელი ოპოზიცია გაერთიანებული უნდა იყოს, შემდეგ როცა მივაღწევთ იმას, რომ სახელმწიფოში იყოს ნორმალური დემოკრატია, გავიყოფით და არჩევნებზე იქნება ნორმალური დისკუსია. დარწმუნებული ვარ, რომ პროდასავლური ძალები, როგორც ყოველთვის, მოიგებს უდიდესი უპირატესობით,"- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძემ ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე
კომენტარისას ჟურნალისტებს უთხრა:"გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ? მასთან ერთად ხომ არ არის?"

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები