"რუსეთის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია" - აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
"რუსეთის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია" - აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
ფოტო:ბობ მენენდესი, ჯეიმს რიში, მიტ რომნი
აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტზე მოსმენისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და დამსწრე სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 დეკემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა "რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი", რომელზეც სენატორების წინაშე წარსდგნენ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, დევიდ ჰეილი და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კრისტოფერ ფორდი.

მოსმენისას შესავალ სიტყვაში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დამგმობი განცხადება გააკეთა სენატის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯეიმს რიშმა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით რუსეთის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსა და უკრაინაში შეჭრის თაობაზე, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მოწამვლის თაობაზე. რუსეთის ფედერაციის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია" , - აღნიშნა სენატორმა რიშმა.

საქართველოსადმი მხარდამჭერი
განაცხადებებით გამოვიდა ასევე სენატის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის თანათავმჯდომარე, სენატორი ბობ მენენდესი.

"ჩვენ ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის დღიდან მოყოლებული, კრემლის აგრესიული ქმედებების მრავალი მაგალითი, უბრალოდ დაუშვებელია და არ შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობების ნორმად იქცეს" , - განაცხადა მენენდესმა.

პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჰეილის თქმით, რუსეთი მის სამეზობლოში ცდილობს დომინირებას, რაც აისახა მის მიერ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაში. მისი სიტყვებით, აშშ-მა მნიშვნელოვანი სახის ფინანსური ვალდებულება აიღო დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს - საქართველოსა და უკრაინას მდგრადობის გასაზრდელად.

"უკრაინის დახმარების მსგავსად, ჩვენ საქართველოსთვის საგარეო სამხედრო დახმარების ფარგლებში 2014 წლიდან მოყოლებული გამოვყავით 170 მილიონი დოლარი, მათ შორის 94 მილიონი აშშ დოლარი 2018-2019 ფისკალური წლისთვის, რათა რუსეთისგან მომდინარე აგრესიის დასაძლევად გავაუმჯობესოთ საქართველოს მდგრადობა, გავაძლიეროთ ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები და მხარი დავუჭიროთ საქართველოს სამხედრო ტრანსფორმაციის ძალისხმევებსა და ნატო-სთან თავსებადობას", - განაცხადა ჰეილიმ.

საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფორდმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასა და ტერიტორიების მიტაცებას, რუსეთის მიერ დამასკოს "მკვლელი რეჟიმის" მხარდაჭერას, აშშ-ში ევროპასა და მსოფლიოს სხვა ადგილებში დემოკრატიული პროცესებისთვის რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას.

"2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, აშშ-მა მკვეთრად გაზარდა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში დახმარება, რაც მიუთითებს ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ფარგლებში არსებული კოლექტიური თავდაცვისადმი ჩვენს მტკიცე ვალდებულებასა და ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი ჩვენს მხარდაჭერას, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიასა და გავლენას", - აღნიშნა ფორდმა.

საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფორდმა ასევე ყურადღება გაამახვილა, "ღია ცის ხელშეკრულების" ძალაში შესვლის დღიდან, რუსეთის მიერ მის შეუსრულებლობაზე. ამ მხრივ, მან გამოყო რუსეთის მიერ "ღია ცის ხელშეკრულების" დარღვევის ფაქტები, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს ტერიტორიების სიახლოვეს განხორციელებული "ღია ცის ხელშეკრულების" უხეში დარღვევის ფაქტები.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა, მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი-იუტას შტატი) ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრას, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემთხვევებს.

"ინტერპრესნიუსი"

გლახუნა
04 დეკემბერი 2019 13:09
აუფ, რა ,,გაახარეთ,, კრემლი და მისი ებრაელი ,,ბინესმენ -ქველმოქმედი,, - ივანაშვილი და მათი ,,ყვარყვარეები,, ?! ...რუსეთია მათი მფარველი , კრემლის სპეც-სამსახურებმა თავისი ქურდულ -კრიმინალური სამყაროთ მოიყვანა - 2012
წელს ხელისუფლებაში და სანამ რუსულ -გუბერნიად არ გადააქცევენ -საქართველოს, მანამ მათ ქონებას - სიცოცხლეს მათგან საფრთხე ემუქრება, რისიც ჩასვრამდე ეშინიათ და ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?