"ირაკლი კობახიძე პირდაპირ ეთერში დამიჯდეს და დავუმტკიცებ, რომ ნადვილი მატყუარაა"
"ირაკლი კობახიძე პირდაპირ ეთერში დამიჯდეს და დავუმტკიცებ, რომ ნადვილი მატყუარაა"
"ვთავაზობ ირაკლი კობახიძეს, სადაც უნდა მოვიდეს, დამიჯდეს დებატებში და ხალხს ვაჩვენოთ ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს", -ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო "პალიტრას" გადაცემა "შუადღის სტუდიაში" განაცხადა.

"ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივი შუბლძარღვგაწყვეტილი იურისტი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი ამტკიცოს. დაუსვით კითხვა: არის თუ არა ქუთაისში ისტორიული ძეგლის ფასადის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული - აუცილებლად მოიგონებს რაღაცას. მისი სიტყვის სანდოობა არის ნული. თქვენი ეთერით ვთავაზობ ირაკლი კობახიძეს, სადაც
უნდა მოვიდეს, დამიჯდეს დებატებში და ხალხს ვაჩვენოთ ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს. პირადად ჩემი მოფიქრებულია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მოდელი, რაც "გერმანული მოდელის" მნიშვნელოვანი კომპონენტია, მოვიდეს მზად ვარ დავჯდეთ და ვისაუბროთ ამ სისტემასთან დაკავშირებით და თქვას ერთი არგუმენტი, რაში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩამოყალიბებული მატყუარაა, მოვიდეს დამიჯდეს
პირდაპირ ეთერში, იქ ვეტყვი და დავუმტკიცებ, რომ ნადვილი მატყუარაა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.



ალექს
05 დეკემბერი 2019 10:34
დამიჯექით და ორივეს გაგაშავებთ!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები