გიორგი გახარიასა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - რას ამბობენ შეხვედრის დასრულების შემდეგ კლინიკების წარმომადგენლები
გიორგი გახარიასა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - რას ამბობენ  შეხვედრის დასრულების შემდეგ კლინიკების წარმომადგენლები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა და მას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კლინიკების წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრა საკამოდ ნაყოფიერი იყო და შეთანხმება მოხდა, რომ 5 დეკემბრიდან მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც არსებულ ხარვეზებს შეისწავლის.

"შეხვედრამ საკმაოდ პროდუქტიულად ჩაიარა. შეთანხმება მოხდა,რომ ხვალიდან სამუშაო ჯგუფი შეიქმნება სამინისტროში და ტექნიკური ხარვეზებს, რაც შეიძლებოდა არსებობდეს,
გაითვალისწინებენ და გამოსწორდება. გადავადებაზე საუბარი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში გონივრული და კონსტრუქციული გამოსავალია",-განაცხადა "ევექსის" დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. დადგენილების ამოქმედების მიმართ კერძო
კლინიკების წარმომადგენლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ისინი დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ დადგენილების ამოქმედების შემდეგ, რაც კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და საავადმყოფოებსაც ზარალი ადგებათ.

"ინტერპრესნიუსი"
Qartveli
05 დეკემბერი 2019 13:32
გახარია რატომ არ ხვდები ჯაბა კრედიტის მიერ დაზარალებულ მეანაბრეებს???????????? იგინი არაა საშიში ხალხი და იმიტომ???? აქცია ხომ გამართეს კანცელარიის წინ ასე ბნელა მზიას დღეს რომ ისინი ვერავინ დაინახა?????? ეს საქმე ასე არ ჩაივლის არჩევნებზე " დაგიფასდებათ" აუცილებლად-ღვთის გულისათვის არ დამიბლოკოთ გთხოვთ.......
ბაჯო
04 დეკემბერი 2019 20:26
მინისტრი ფეისბუქიტ ერტობა

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები