"საქართველოს მხრიდან აგრესიაზე საპასუხო ქმედებები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო"
05-12-2019
"საქართველოს მხრიდან აგრესიაზე საპასუხო ქმედებები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო"
რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის თქმით, მისთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიუღია, 2008 წელს "საქართველოს აგრესიულ ქმედებებზე" რეაგირების საკითხი იყო. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველაზე რთული გადაწყვეტილებები არის ის, რაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქვეყანას ან ხალხს.

"ერთხელ მე მივიღე გადაწყვეტილება საპასუხო მოქმედებების შესახებ საქართველოს მხრიდან აგრესიაზე. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ეს გახლდათ გარდაუვალი და ერთადერთი გამოსავალი", - თქვა
მან.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები