"ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის და ამ უსუსურობის ფონზე მისი სისუსტის საფრთხეს, რომელიც ექსცესებამდე მიგვიყვანს"
"ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის და ამ უსუსურობის ფონზე მისი სისუსტის საფრთხეს, რომელიც ექსცესებამდე მიგვიყვანს"
ვხედავ საფრთხეს ხელისუფლების სრული უსუსურობის, ამ უსუსურობის ფონზე ხელისუფლების სისუსტის, რომელიც რაღაც ექსცესებამდე მიგვიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც უპაუსუხა საპროტესო აქციებზე ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეებს შორის დაპირისპირების თაობაზე დასმულ კითხვას.

გიორგი მარგველაშვილი პროცესებს ხელისუფლების გამოუცდელობას უკავშირებს.

"ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, პოლიტიკაში არამცთუ ყოფილა, სამწუხაროდ, პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი. მათ ტელევიზიით მაინც რომ ენახათ, რამდენჯერ ყოფილა საქართველოში ასეთი კონტრაქციები, ასეთი დაპირისპირება და რომ ეს
იყო ერთმნიშვნელოვნად ნიშანი, რომ ამის მერე საზოგადოების სრული გაუცხოება ხდება ხელისუფლებასთან, ეცოდინებოდათ, რომ ამის გაკეთება ძალიან საშიშია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მათთვის პირადად. ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს, ამ უსუსურობის ფონზე ხელისუფლების სისუსტეს, რომელიც რაღაც ექსცესებამდე მიგვიყვანს, რომელიც შეიძლება არასასიამოვნო იყოს, თუმცა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ
ვხედავ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

06 დეკემბერი 2019 16:50
ერთი გვითხარი რო ბევრს ლაპარაკობ თქვენ რა გააკეთეთ ივანიშვილი არ მოგვწონს მაგრამ თქვენთან მაინც ვე შევადარებ იმას ბევრი რამე გაუკეთებია თქვენ საერთოდ არატსოდეს არაფერი გულაობის მეტი
...
06 დეკემბერი 2019 14:24
თქვენ რო იყავით გვითხარით გთხოვთ რა გააკეთე გულაობის და დროსტარების მეტი

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები