"სააკაშვილს თუ რამის ერთი ადგილი აქვს, ჩამოვიდეს და შეუერთდეს მომიტინგეებს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს თუ რამის ერთი ადგილი აქვს, ჩამოვიდეს და შეუერთდეს მომიტინგეებს"

მომღერალი ზურა ხაჩიძე 6 თვის წინ,  სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ დაინიშნა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე "რიტინგთან" ისაუბრა. გთაავზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს როგორ შეაფასებთ, ის ფაქტიურად იმუქრება უკრაინიდან...

- სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მან უნდა აგოს პასუხი, ასევე მისმა რეჟიმმა. თუ რამის ერთი ადგილი აქვს, ჩამოვიდეს და შეუერთდეს მომიტინგეებს. თუ დანაშაული არ მაქვს ჩადენილი, ჩამოვიდოდი და ჩავჯდებოდი ციხეში, ბოლოსდაბოლოს გამამართლებენ, თუ უდანაშაულო ვარ. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. მას არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, ის ახალგაზრდებს ელაპარაკება სისულელეებს, რათა გაამწვავონ მდგომარეობა. ქვეყნისთვის მთავარია სტაბილურობა. ქვეყნის პრობლემაა ოკუპაცია, მაგრამ ეს დიპლომატებმა უნდა გადაწყვიტონ. პროტესტსაც თავის ფორმა აქვს, ქართველი კაცი შარვალს იმ დროს არ იხდის, როცა რაიმეს აპროტესტებს. რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია, დაპყრობილი აქვს ჩვენი საზღვრები, მაგრამ მხარეების ურთიერთშეთანხმებას სჭირდება მაგიდასთან დიალოგი. მადლობა ჩვენს დიპლომატებს, მათი დამსახურებითაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა და ერთი გასროლა არ ყოფილა. იხილეთ სრულად