"კახა კალაძე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია" - რას ამბობს გახარია გავრცელებულ ინფორმაციაზე? - კვირის პალიტრა

"კახა კალაძე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია" - რას ამბობს გახარია გავრცელებულ ინფორმაციაზე?

კახა კალაძე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ტელეკომპანია "მთავარის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კახა კალაძესთან და კომპანია "არქი ჯგუფის" მფლობელ ილია წულაიასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, კალაძის მსგავსი რაც უფრო მეტი ძლიერი პოლიტიკოსი იქნება მმართველ გუნდში, "ქართული ოცნება" უფრო წარმატებული იქნება.

"ბატონი კახა კალაძე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო და წარმატებული მერი, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ჩვენს ქალაქში. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია და ყველაფერი, რასაც ამბობთ, კომენტარის გამო დასმული კითხვაა. გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო