ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მეორე შეხვედრას გამართავენ - კვირის პალიტრა

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მეორე შეხვედრას გამართავენ

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მეორე შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა სასტუმრო "შერატონში" 18:00 საათზე დაიწყება.

განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

მიუხედავად ამისა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. დიალოგის გაგრძელებას მხარს უჭერს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა.

"ინტერპრესნიუსი"