"სერიალის მეორე სეზონია, რომელსაც "ქართული ოცნება" ინდური სერიალების რანგში აგრძელებს" - გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს პასუხობს - კვირის პალიტრა

"სერიალის მეორე სეზონია, რომელსაც "ქართული ოცნება" ინდური სერიალების რანგში აგრძელებს" - გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს პასუხობს

იაფფასიანი სერიალის ე.წ მეორე სეზონია, რომელსაც "ქართული ოცნება" ტყუილების კორიანტელის და საპნის ოპერას ინდური სერიალების რანგში აგრძელებს, - ასე შეაფასა "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადება, რომ ზოგიერთი მაჟორიტარის მხრიდან არსებობს მუქარა, თუ უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ.

ვაშაძის შეფასებით, კალაძის აღნიშნული განცხადება ფარსია.

"მართლა ვფიქრობ, რომ 12-13-14 ნოემბერი იყო, როცა პირველი სეზონი ჰქონდათ იაფფასიანი სერიალის, რომელიც გამოაცხო "ქართულმა ოცნებამ" და ხალხმა ძალიან კარგად ნახა, რომ იყო დიდი ტყუილი. ეს არის ე.წ. მეორე სეზონი ამ ტყუილების კორიანტელის და საპნის ოპერას ინდური სერიალების რანგში აგრძელებს "ქართული ოცნება". ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივიღებთ. ეს არის ტყუილი. ეს არის ფარსი, რომელსაც თვითონ ათამაშებენ და რაღაცა უნდათ, რომ გააკეთონ და რა უნდათ რომ გააკეთონ, ჩაღრმავებული კითხვა დაუსვით ამ ადამიანებს და იქნებ გიპასუხოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"