ლიეტუველი ევროპარლამენტარი:"მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, გაათავისუფლოს ივნისში დაკავებული პოლიტიკური პატიმრები" - კვირის პალიტრა

ლიეტუველი ევროპარლამენტარი:"მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, გაათავისუფლოს ივნისში დაკავებული პოლიტიკური პატიმრები"

ჩვენ ვხედავთ დღევანდელ პოლიტიკურ მდგომაროებას, რომელიც შესაძლოა კრიზისში გადაიზარდოს. ამ კრიზისის დასასრულებლად ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩართული იყოს დიალოგში, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუშტარვიჩუსმა სასტუმრო "ბილტმორში" გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ვაფასებთ, გაერთიანებული ოპოზიციის ხმას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იყოს პასუხისმგებლიანი და ღია თანამშრომლობისას. კრიზისი დიალოგით უნდა გადაიჭრას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაითვალისწინოს ოდირის რეკომენდაციები, რომლებიც არჩევნებს ეხება. ჩემი, როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის რეპორტიორის, რეკომენდაციაა - არჩევნები დემოკრატიის უმთავრესი კრიტერიუმი და ჩვენი სამომავლო ურთიერთობების ფუნდამენტური მდგომარეობაა. ის, ვისაც დემოკრატიის კრიტერიუმები არ ესმის, ისინი ცდებიან. ჩვენი მესიჯი მკაფიოა და ველოდებით, რომ დიალოგი შედეგით დასრულდება. მე მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, გაათავისუფლოს ამა წლის ივნისში დაკავებული პოლიტიკური პატიმრები".

"ინტერპრესნიუსი"