"ხელისუფლება თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი"

ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები. ამის მიღწევის საშუალებად ხელისუფლება თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, ჩვენ გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აპირებს თუ არა ოპოზიცია გარკვეულ დათმობაზე წასვლას.

უსუფაშვილის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილების პროცესში პროგრესია და თუ რამდენიმე კვირის წინ მმართველი გუნდი ამ საკითხს არც კი განიხილავდა, ახლა ოპოზიციის შეთავაზებული ინიციატივის განხილვას აპირებენ.

"ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში. ამის მიღწევის საშუალებად ხელისუფლება თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, ჩვენ გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი. ამიტომ პროცესი გრძელდება. დააკვირდით დინამიკას. 3 კვირის წინ ხელისუფლება ამბობდა, რომ მორჩა, დაიხურა ყველაფერი, შეუძლებელია ამაზე ლაპარაკი. ორი კვირის წინ დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ოღონდ თქვა, რომ არ წავიკითხავ, იმიტომ, რომ არაკოსტიტუციურია. დღეს ამბობენ, რომ რაღაცების წაკითხვას დაიწყებენ, ამასობაში ეუთო-დან ველოდებით დასკვნებს. ამ პროცესს უნდა მივყვეთ. პროგრესი სახეზეა. სადამდე მიგვიყვანს და ოპოზიციის ბოლო გადაწყვეტილება რა იქნება, ამაზე ვერ ვისაუბრებ ახლა",- განაცხადა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"