რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, არიან თუ არა ქვეყანაში პოლიტპატიმრები და რა განაცხადა დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე
09-12-2019
რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, არიან თუ არა ქვეყანაში პოლიტპატიმრები და რა განაცხადა დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე
მე არ ვიცი ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები, არა მგონია, ეს ტერმინი ეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს შეკითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვეს.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ევროპარლამენტარების მოწოდებას დამაზუსტებელ კითხვაზე ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან? ზურაბიშვილმა აღნიშნა: "არა, გითხარით უკვე".

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს შეწყალებულთა შორის იქნება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როცა
გამოსცემს შეწყალების აქტს, იქ იქნება შეწყალებულთა სიაც.

"მამალაძეს აქ არ გეტყვით. შეწყალების აქტი როცა გამოიცემა, ყველა გაეცნობა ვინ არის შეწყალების აქტში. არასწორია სხვა ოჯახებისთვის, რომლებიც არანაკლებად ელოდებიან გადაწყვეტილებას. არ იქნება სწორი რომ ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ
და არ მესმის რატომ არის მხოლოდ მამალაძეზე ასეთი აქცენტი და მხოლოდ მასზე საუბარი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?