რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნაზე
09-12-2019
რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნაზე
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჯერ არ არის დრო, როდესაც საქართველოში რუსული კულტურის და ენის ცენტრი უნდა გაიხსნას. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რუსეთი ხშირად იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის მსგავს ცენტრებს და ამის მაგალითებიც ვიცით.

"ის უნდა ვთქვათ პირველ რიგში, რომ საქართველო ყოველთვის იყო კულტურულიად უაღრესად ღია ქვეყანა, და შემწყნარებელი, თუნდაც თავის ყველაზე მძიმე პერიოდში სხვადასხვა შემოტევების დროს. ასე, რომ ეს არის ის ქართული ტრადიცია, რომელიც არსებობს და რომელიც არ
უნდა დავივიწყოთ. არის ისტორიული მომენტები, დრო, როცა უნდა იყოს ასეთი შემწყნარებლობა და ასეთი ცენტრების გახსნა და იმედი მაქვს, ასეთი დრო მალე მოვა. მაგრამ ჯერ არის ოკუპაცია, ჯერ არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი და მე მგონი, ყველაფერს აქვს თავისი დრო",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?