"მსოფლიოსთვის სადღაც დავიკარგეთ, ამ გლობალიზაციის პერიოდში, საქართველოს ხმა ისე არ ისმის, როგორც უნდა ისმოდეს"
10-12-2019
"მსოფლიოსთვის სადღაც დავიკარგეთ, ამ გლობალიზაციის პერიოდში, საქართველოს ხმა ისე არ ისმის, როგორც უნდა ისმოდეს"
ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის ინიციატივით, კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება შეიკრიბა. სამეცნიერო საზოგადოება ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას ოფიციალური დოკუმენტით მიმართავს.

"ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, გლობალიზაციის ხანაში კავკასიური ენებისა და კულტურების გადასარჩენად, კავკასიისა და საქართველოს შესახებ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მისაწოდებლად და საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად დააფუძნოს „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი“. ცენტრი უზრუნველყოფს კოორდინაციას საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებს შორის, რათა საქართველოს, კავკასიისა და
ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების, კულტურათა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის მეცნიერულად იქნას შესწავლილი და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოს, კავკასიისა და რეგიონის შესახებ”,- აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღევანდელი შეკრების მიზანია, პასუხი იმ არსებულ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ამ კუთხით აქვს.

"ჩვენი დღევანდელი
შეკრების მიზანია, პასუხი იმ არსებულ გამოწვევებზე, რომელსაც ჩვენ ყველა ვამჩნევთ და ეს არის ის, რომ ნელ-ნელა დავკარგეთ ის ყველაფერი, რაც გულისხმობს ინფორმაციას საქართველოსა და კავკასიის შესახებ. იქნება ეს, ისტორია, ლიტერატურა, ბიოლოგია თუ სხვა. ჩვენ გვაქვს ეს ცოდნა შენარჩუნებული და გვყავს სერიოზული სპეციალისტები, მაგრამ მსოფლიოსთვის ჩვენ სადღაც დავიკარგეთ ამ გლობალიზაციის პერიოდში, საქართველოს ხმა ისე არ ისმის, როგორც უნდა ისმოდეს და ამიტომ, ჩვენ ეს უნდა დავიბრუნოთ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?