"ფაქტი,რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, არ უნდა იყოს ამ დისკუსიის ნაწილი, არ შეიძლება, დადანაშაულებული იქნას მსხვერპლი ამ კონფლიქტში"
"ფაქტი,რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, არ უნდა იყოს ამ დისკუსიის ნაწილი, არ შეიძლება, დადანაშაულებული იქნას მსხვერპლი ამ კონფლიქტში"
ევროკავშირის არსებითი ფასეულობაა, რომ ქვეყნების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება მათ დიდ მეზობლებს არ აქვთ - ფაქტი, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, არ უნდა იყოს ამ დისკუსიის ნაწილი, რადგან არ შეიძლება, მსხვერპლი იყოს დადანაშაულებული", - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა ტალინში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მედიასაშუალებების წარმომადგენელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორის გავლენის შესახებ დასავლეთში - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, და ასევე, უპასუხა კითხვას: "საქართველოს სჭირდება ევროკავშირი,
თუმცა შეგიძლიათ თქვათ, რომ ევროკავშირს სჭირდება საქართველო და - რატომ?"

"ევროკავშირს სჭირდება მდგრადი სამეზობლო, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ჰქონდეს და დარწმუნებული ვარ, აქვს კიდეც პრინციპული მიდგომა უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების ხალხის ნებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის არსებითი ფასეულობა მდგომარეობს იმაში, რომ
თავად ქვეყნებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები თავისით, მათ ნაცვლად მათ დიდ მეზობლებს გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვთ. შესაბამისად, თუ ქართველი ხალხი თანმიმდევრულად გამოხატავს მზაობას ევროკავშირთან უფრო დაახლოების მიმართულებით, მაშინ ჩვენ უნდა მოვძებნოთ სამუშაო ურთიერთობის გზა ამ ქვეყანასთან. ხოლო ფაქტი, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, არ უნდა იყოს ამ დისკუსიის ნაწილი, იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ არ შეიძლება, დადანაშაულებული იქნას მსხვერპლი ამ კონფლიქტში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ეს არ ცვლის ფუნდამენტურ პრინციპს - გადაწყვეტილების მიღების უფლებას ქვეყნებისთვის. ეს მოდის ჰელსინკის საბოლოო ხელშეკრულებიდანაც, რომ დიდი სახელმწიფოები არ წყვეტენ პატარების მაგივრად, არამედ, თითოეულ სახელმწიფოს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება", - განაცხადა კალიულაიდმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები