"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება...მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა"
"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება...მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა"
ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად თავდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული პრობლემებისა, საქართველოს ის ძლიერი იარაღი აქვს, რომელსაც ცოდნა, მეცნიერება და კულტურა ჰქვია.

"არ შეიძლება, რომ ჩვენ ვერ გავიტანოთ ჩვენი კულტურა,
იდენტობა, ცოდნა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს ჩვენი მოვალეობა და მომავალია. ამითი ან ძალიან საინტერესო ვიქნებით მსოფლიოსთვის, ან არ ვიქნებით. ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც
ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა. ძალიან მდიდარია რეგიონი ამ მხრივ: თავისი რელიგიით, თავისი არქეოლოგიით, თავისი წარსულით და თავისი მომავლით. ყველაფერი იმით უნდა დაიწყოს, რომ ჩვენი თავის დავიჯეროთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.


"ინტერპრესნიუსი"

Gorgasali
12 დეკემბერი 2019 20:04
Me magalitad gavige ra konteqstit iko natqvami ,Ravi umaglesi aramaq damtavrebulu da ra her gauges am utvinoebma mtavrobasic da ershic,
nika
12 დეკემბერი 2019 14:32
მაშინ რაგად გვინდა თავდაცვის მინისტრი ჯარი არ გვყოლია ან მტავარ სარდალი
კ ო მ ბ ლ ე
11 დეკემბერი 2019 13:04
არაფერი არ გაგვაჩნია, მაგრამ გვყავდა აღმაშენებელი, თამარ მეფე და გორგასალი!
ვი ჩვენ პატრონს!!!
ვაი მხედართმთავარს! რეიზა? აპა ცხენი აღარ ყავს და...
სადამდე უნდა ვიცხოვროთ წინაპრების ხარჯზე??? დროა საცხა ბიძინე, ზებრა და პარიჟნკაც ვახსენოთ, თუნდაც კულისებში...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა