"მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში" - რას წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში" - რას წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში

"ევროპული საქართველოს" ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. შესაბამის ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

მათი ცნობით, უგულავასა და გაბაშვილთან ორი უცნობი პირი მაშინ მიიჭრა, როცა ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი დაკითხვაზე იმყოფებიან.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა გიგი უგულავამაც და თან გოკა გაბაშვილთან ერთად გადაღებული "სელფიც" დაურთო.

"მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. გოკას მუხლი დაუზიანდა. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი", - წერს გიგი უგულავა "ფეისბუკში".

იხილეთ ასევე: შსს-მ გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო