"ირანული მთავარ შანდალი", ბოდიში მოიხადე სა-ჯაროდ" - ალეკო ელისაშვილის მოძრაობა ათონელის რეზიდენციასთან აქციას მართავს - კვირის პალიტრა

"ირანული მთავარ შანდალი", ბოდიში მოიხადე სა-ჯაროდ" - ალეკო ელისაშვილის მოძრაობა ათონელის რეზიდენციასთან აქციას მართავს

ათონელის რეზიდენციასთან ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობა" აქციას მართავს. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ გიორგი ანწუხელიძის ფოტოები. ასევ პლაკატები წარწერებით: "ირანული მთავარ შანდალი", "მთავარსარდალო" ჯარი გვყავს! ბოდიში მოიხადე სა-ჯაროდ".

აქციის მონაწილეებმა "პრეზიდენტის პოლიტიკურ გარდაცვალებას" წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მოთხოვნაა, პრეზიდენტი გამოვიდეს და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჯარისა და საზოგადოების წინაშე.

"ერთი დიდი სახელმწიფოებრივი პრობლემა ის გვაქვს, რომ ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გვყავს, რომელმაც აკადრა ამ ქვეყანას, აკადრა არმიას, რომ თუმე არ გვყავს და ყველაზე გულისამრევი რაც იყო - არც გვყავს და არც გვეყოლებაო. რუსები რასაც გველაპარაკებიან, ეს არის ზუსტად. ეს არის ქართული სახელმწიფოსა და ქართული ინსტიტუტის შეგნებულდ აბუჩად აგდება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ არმია არის ჩვენი საფიცარი და ეს ქალი გამოდის და ამბობს, რომ ჯარი არ გვყავს. მაშინ რისი მთავარსარდალია, აგვიხსნას", - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა".

"ინტერპრესნიუსი"