"პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში
"პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (არაფერი, რომ ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ "ლობიოს ჭამაზე") ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით.
რაზედაც შემდეგ ითხოვენ პრეზიდენტისგან განმარტებას და ასევე სთხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარის გაკეთებას არასწორედ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რათა შეიქმნას განცდა დაშორების თუ
დაპირისპირების.
ამითი უნდათ გააჩინონ საზოგადოებაში გაუგებრობა და უნდობლობა.

ვის აწყობს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების ან კიდევ მასსა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა?

მცდელობაა ასევე, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა მითუმეტეს, რომელიც ეხება ეროვნული ფასეულობების დაცვა-გაძლიერებას, იყოს იგნორირებული,
დაკნინებული, დამახინჯებული, და გადაფარული ახალი "სკანდალით".

გუშინდელი მეტად მნიშვნელოვანი წამოწყება მოიცავდა ყველა იმ უწყებების/ინსტიტუტების შეკრებას, რომლებიც საქართველოს და კავკასიის შესწავლას ემსახურებიან, სწორედ ამ ღონისძიებაზე დაარსდა მათი ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი და ეს ნამდვილად არის ეროვნული საქმე.

ასეთი წამოწყების მიზანია, რომ ჩვენს მეცნიერებას და კულტურას კიდევ უფრო მეტად "გავუშალოთ ფრთები"(რაზედაც ალბათ ვიღაც დაწერს, რომ ავიაციას ვებრძვი) რათა მსოფლიოში ჩვენ თვითონ გავიტანოთ სწორი და სრული ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მიღწევების შესახებ. დღეს ჩვენ თუ კი გვესმის დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევები და რბილი ძალების შეტაკება, უნდა გვესმოდეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის გაძლიერება, რაც თავისთავად ჩვენი სტრატეგიული მიზანიც უნდა იყოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკში".


სიმართლე
11 დეკემბერი 2019 19:36
ქალბატონო პრეზიდენტო ცდებით! ამ შემთხვევასი თქვენ გაკრიტიკებთ არა მარტო ოპოზიცია, არამედ- ხელისუფლების, უმრავლესობის წარმომადგენლებიც! იმის მაგივრად რპმ ბოდიში მოიხადოთ საქართველოს ჯარის, თითოეული ჯარისკაცის წინაშე, თქვენ კიდევ ერთხელ ამტკიცებთ იმას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბულინგი? არაა ადეკვატური ინტერპრეტაცია იმისა, რასაც ქართველი ხალხი გამოთქვამს ან კიდევ სამართლიანად გსაყვედურობთ! თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მოექცეთ სამართლიანი კრიტიკის ქარ-ცეცხლში. თქვენ ჩვენგან არ გესწავლებათ, რომ თქვენი როგორც ქვეყნის პირველი პირის სიტყვა გააზრებული, კარგად აწონდაწონილი და არა უცებ ყოველგვარ კონტექსტიდან ამოვარდნილი და არაადეკვატური უნდა იყოს!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები