"მოვიტანეთ ივანიშვილის პირადი სათამაშოები" - პარლამენტთან მიტანილ ნაძვის ხეზე მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები დაკიდეს - კვირის პალიტრა

"მოვიტანეთ ივანიშვილის პირადი სათამაშოები" - პარლამენტთან მიტანილ ნაძვის ხეზე მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები დაკიდეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრები მივიდნენ, მათ აქცია-პერფორმანსი გამართეს და საკანონმდებლო ორგანოსთან ნაძვის ხე დადგეს. მოძრაობის წევრებმა ნაძვის ხეზე სათამაშოების ნაცვლად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები დაკიდეს.

"ჩვენ მოვიტანეთ აქ ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშოები. ბიძინა ივანიშვილის პირად სათამაშოებს წარმოადგენენ ის მოსამართლეები, რომელთა კენჭისყრა დღეს პარლამენტის სხდომაზე მოხდება. სიმბოლურად მათი ფოტოები ნაძვის ხეზე ეკიდოს, ვიდრე ისხდნენ უზენაეს სასამართლოში და მიიღონ გადაწყვეტილებები, რადგან ისინი არიან კორუმპირებულები", - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" ერთ-ერთმა წევრმა მამუკა ჯუღელმა.

"ინტერპრესნიუსი"