ენძელა მაჭავარიანი პარლამენტიდან პოლიციის და ექიმების დახმარებით გაიყვანეს - კვირის პალიტრა

ენძელა მაჭავარიანი პარლამენტიდან პოლიციის და ექიმების დახმარებით გაიყვანეს

პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის და ექიმების დახმარებით კიდევ ორი ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. ერთ-ერთ მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა.

ჯამში, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხი ადამიანია დაშავებული.

პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 1 საათის წინ, მას შემდეგ მივიდა, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ, რამდენი ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

"ინტერპრესნიუსი"