"ვინც სხდომათა დარბაზში შედის, ყველა ამბობს, რომ იქ ნაკელის სუნი დგას" - კვირის პალიტრა

"ვინც სხდომათა დარბაზში შედის, ყველა ამბობს, რომ იქ ნაკელის სუნი დგას"

ვინც სხდომათა დარბაზში შედის, ყველა ამბობს, რომ იქ ნაკელის სუნი დგას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის გამო "ნაციონალური მოძრაობა" სხდომათა დარბაზში არ შედის, მაინც აქვს ინფორმაცია აბსოლუტური უმრავლესობისგან, რომ სხდომათა დარბაზში "ნაკელის სუნს გრძნობენ".

მისივე თქმით, ამას იმსახურებენ უმრავლესობის დეპუტატები, რომ იყნოსონ ეს სუნი.

"ეს სიმბოლურია. პარლამენტმა თავისი თავი გამოავლინა გადაწყვეტილებებში, როგორიც იყო მოსამართლეების არჩევა. ახლა ეს ყველაფერი ყნოსვითაც კი იგრძნობა. არც ის არის გამორიცხული, რომ თავადაც გაეკეთებინათ ეს," - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 4 ადამიანი შეუძლოდ გახდა. მათგან ორი დეპუტატია, ორი კი აპარატის თანამშრომლები. ჯამში 3 ადამიანი სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობიდან გაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"